ყველაფერი დაიწყო 1982 წელს, კოპენჰაგენში, პატარა საიუველირო მაღაზიაში, მოკრძალებულ გარემოში. დანიელმა ოქრომჭედელმა პერ ენევოლდსენმა და მისმა ცოლმა ვინიმ დაიწყეს
მოგზაურობა,რომელიც ერთ დღეს პანდორად გადაიქცა. თავიდან ისინი ხშირად მოგზაურობდნენ ტაილანდში საიუველირო ნაწარმის ჩამოსატანად. 1987 წელს, გადამყიდველად მუშაობის
რამდენიმე წარმატებულიწლის შემდეგ საცალო ვაჭრობა შეჩერდა და კომპანია გაფართოვდა. ამ პერიოდში პანდორას შემოუერთდა დიზაინერი, რომელმაც დაიწყო უნიკალური დიზაინების
შექმნა. 1989 წელს კომპანიამ გადაწყვიტა თავისი საიუვილირო პროდუქციის ტაილანდში წარმოება. 2000 წელს პანდორამ პირველად გაუშვა charm სამაჯურებ-ის კონცეფცია დანიაში.
მომდევნო წლებში მოთხოვნის გაზრდასთან ერთად კომპანიამ დაიწყო საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება და 2003 წელს გახსნა მაღაზია აშშ-ში, დღევანდელ უდიდეს მარკეტზე,ხოლო 2004წელს გერმანიასა და ავსტრალიაში. მომდევნო წლებში პანდორამ გააფართოვა თავისი ბაზრის მოცულობა, სადაც სკანდინავიური ბაზრიდან გადავიდა საერთაშორისო გაყიდვების და
მარკეტინგის პლატფორმაზე. 2005 წელს პანდორამ გახსნა მასშტაბური დამუშავების ობიექტი გემოპოლისში ბანგკოკის გარეუბანში. ყველაზე ბოლოს 2017 წელს ჩვენ გავხსენით
დამამზადებელი ობიექტი ლამპუნში, ჩიანგ-მაის მახლობლად, ჩრდილოეთ ტაილანდში. 2018 წელს გავხსენით მეზამე ობიექტი გემოპოლისში